აშშ-ჩინეთი

აშშ-ს საზღვაო ძალების ორ მეზღვაურს ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის ბრალი წარედგინა

GETTY IMAGES

ხუთშაბათს, 3 აგვისტოს აშშ-ს საზღვაო ძალების ორ მეზღვაურს ჩინეთისთვის საიდუმლო სამხედრო ინფორმაციის მიწოდების საქმეზე ბრალი წარედგინა.

აშშ-ს 22 წლის მოქალაქე, ძინჩაო ვეი ჩინელი აგენტისთვის ეროვნული თავდაცვის ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით, ხოლო 26 წლის ოფიცერი, ვენხენგ ჭაო საიდუმლო ფოტოებისა და ვიდეოების სანაცვლოდ ფულის აღებისთვის 2 აგვისტოს დააკავეს. უცნობია დაკავებულებს ერთი და იმავე აგენტთან ჰქონდათ კომუნიკაცია, თუ სხვადასხვა პირებისთვის მუშაობდნენ.

პროკურატურის განცხადებით, ვეის, რომელიც აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილ ხომალდ Essex-ზე მექანიკოსის თანაშემწედ მსახურობდა, გემის შესახებ საიდუმლო ინფორმაციაზე ჰქონდა წვდომა, რაც მის მიერ შესაძლო გაცემულ ცნობებს დიდ სამხედრო მნიშვნელობას ანიჭებს. საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ ჩინეთის აგენტი დაუკავშირდა ვეის, რომელმაც გემის ფოტო და ვიდეომასალის, ტექნიკური ნახაზებისა და მეზღვაურთა შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ ათასობით დოლარი მიიღო.

ასევე, უცნობი აგენტი დაუკავშირდა ჭაოს, რომელსაც მან იაპონიაში, ოკინავაში მდებარე აშშ-ს სამხედრო ბაზის სარადარო სისტემის ამსახველი ფოტოების, ვიდეოებისა და ნახაზების სანაცვლოდ თითქმის $15 000 გადაუხადა.

ჩინეთი აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებით რაიმე სახის ინფორმაციის ქონას უარყოფს.

კომენტარები