რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შავი ზღვის ფლოტის გემებზე დრონებით თავდასხმა სცადეს

ხომალდი სერგეი კოტოვი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შავ ზღვაში რუსულმა ხომალდებმა გაანადგურეს სამი უკრაინული საზღვაო დრონი, რომლებითაც მათზე თავდასხმას ცდილობდნენ.

"დღეს ღამით უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სამი საზღვაო უპილოტო კატერით "სერგეი კოტოვისა" და "ვასილი ბიკოვის" საპატრულო გემებზე თავდასხმის მცდელობა ჰქონდათ". - წერს სამინისტრო.

რუსული მედიის ცნობით, შავი ზღვის ფლოტის ეს ორი ხომალდი გემებს სევასტოპოლიდან 340 კილომეტრში, შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში აკონტროლებს.

რუსეთის თავდაცვამ უკრაინელები სერგეი კოტოვზე დრონებით თავდასხმაში 25 ივლისსაც დაადანაშაულა.

კომენტარები