რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის თავდაცვის მტკიცებით, უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმზე იერიში 25 დრონით სცადა

REUTERS/Stringer

30 ივლისს ღამით ოკუპირებულ ყირიმზე იერიში 25 დრონით მიიტანეს. ამის შესახებ რუსეთის სამთავრობო-პროპაგანდისტული გამოცემა თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

მედიის ცნობით, რუსეთის საჰაერო ძალების მიერ 16 უკრაინული დრონი განადგურდა, კიდევ 9 სამიზნემდე მიღწევამდე შავ ზღვასა და თარხანკუტის კონცხის ტერიტორიაზე რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებით ჩამოაგდეს.

ოკუპანტების ინფორმაციით, "მოგერიებული ტერაქტის" შედეგად არ არის მსხვერპლი და დაშავებული. 

კომენტარები