საქართველო-აშშ

ფრიდი: საქართველო თავის იზოლირებას ახდენს, მთავრობამ იცის, რა არის პრობლემა EU-ს გზაზე

მე ბევრჯერ მითქვამს, რომ საქართველოს ყველანაირი უფლება აქვს, ჰქონდეს ფრთხილი პოლიტიკა მოსკოვის მიმართ. არასდროს მითქვამს, რომ საქართველო უკრაინისთვის იარაღის მთავარი მიმწოდებელი გახდეს. მე მესმის საქართველოს სუსტი მხარეები, მაგრამ პრობლემა ისაა, ცდილობს თუ არა საქართველოს მთავრობა იმას, რასაც მოლდოვა აკეთებს – რაც არის თავისი დაუცველობის, რუსეთზე დამოკიდებულების შემცირება მაშინ, როცა რუსეთი აწარმოებს აგრესიულ ომს. საქართველო კი ისე გამოიყურება, თითქოს ამის საპირისპიროს აკეთებს და რუსეთთან კავშირებს ზრდის. ამას მოლდოვა ნამდვილად არ აკეთებს.

[...] საქმე ისაა, რომ მე არ მესმის, რას აკეთებს საქართველო, რადგან ის სინამდვილეში თავს უფრო დაუცველს იხდის რუსეთის წნეხის მიმართ, რადგან ის საკუთარი თავის იზოლირებას ახდენს დიდი ხნის მეგობრებისგან. ამერიკა არ აკრიტიკებს საქართველოს რუსეთთან სიფრთხილის გამო ან დსთ-ში ყოფნა-არყოფნის გამო ვინმეს. პრობლემა ისაა, რომ საქართველოს მთავრობამ თავი ჩაიგდო ამ მდგომარეობაში ავტორიტარული ქმედებებისა და დამაპირისპირებელი კულტურული საკითხების გამოყენების შედეგად. იმისთვის, რომ გააძლიერონ თავიანთი ავტორიტარული დღის წესრიგი და მიემხრონ მოსკოვს უმთავრეს სოციალურ თუ პოლიტიკურ საკითხებზე

საქართველოს მთავრობის ახსნა არ გამოდგება. მან ძალიან კარგად იცის, რა არის მისი პრობლემა ევროკავშირის გზაზე. ეს მისი საკუთარი მოქმედებებია. დიახ, მოლდოვას გეოგრაფიაც უწყობს ხელს უფრო მეტად, ვიდრე საქართველოს. მაგრამ საქართველოს მთავრობას ნამდვილად აქვს არჩევანი, სივრცე მანევრირებისთვის და ის შედარებით ცუდ არჩევანს აკეთებს. ვიმედოვნებ უკეთეს არჩევანს გააკეთებენ.

თქვა ამერიკელმა დიპლომატმა, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა და ატლანტიკური საბჭოს უფროსმა მკვლევარმა, დენიელ ფრიდმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.

კომენტარები