რუსეთი

რუსეთის დუმამ სავალდებულო სამხედრო სამსახურის 30 წლამდე გაზრდას დაუჭირა მხარი

უკრაინის ომის პროპაგანდისტული პოსტერი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ.
ALEXANDER NEMENOV/AFP VIA GETTY IMAGES

რუსეთის დუმამ მხარი დაუჭირა სავალდებულო სამხედრო სამსახურის 27-დან 30 წლამდე გაზრდას. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 328 დეპუტატმა, ხოლო 13 იყო წინააღმდეგი. 

თავდაპირველად იგეგმებოდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის მაქსიმალური ასაკის ზრდასთან ერთად ასევე მინიმალური ასაკის 18 წლიდან 21 წლამდე გაზრდა, თუმცა, საბოლოოდ ეს ასე არ მოხდა და მინიმალური ასაკი კვლავ უცვლელი რჩება. ამის მიზეზად კანონის ინიციატორმა, დეპუტატმა ანდრეი კარტაპოლოვმა რუსეთში არსებული დემოგრაფიული მდგომარეობა დაასახელა, რის გამოც, მისი თქმით, ჯარში უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი მსახურობს.

კანონპროექტი, რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურის ასაკს 18-დან 30 წლამდე ადგენს, ჯერ რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ, ხოლო შემდეგ პრეზიდენტმა უნდა დაამტკიცოს. კანონის დამტკიცების შემთხვევაში ის ძალაში 2024 წლის პირველი იანვრიდან შევა. პარლამენტის ზედა პალატის სპიკერმა, ვალენტინა მატვიენკომ წინასწარ თქვა, რომ სენატორები მზად არიან მხარი დაუჭერენ აღნიშნულ კანონს.

კომენტარები