რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის ირანის დახმარებით დრონების მწარმოებელ ქარხანას აშენებს – აშშ-ის დაზვერვა

მოსკოვის აღმოსავლეთით, ასობით კილომეტრში არსებული ლოკაცია, სადაც თეთრი სახლის აზრით დრონების ქარხანა განთავსდება
Satellite image ©2023 Maxar Technologies via AP

აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA-ს) ინფორმაციით, რუსეთი ირანის დახმარებით ქვეყანაში დრონების მწარმოებელ ობიექტს აშენებს, რომელსაც, მშენებლობის დასრულების შემდეგ, უკრაინაში მიმდინარე ომზე დიდი გავლენა ექნება.

თავდაცვის სადაზვერვო სააგენტოს ანალიტიკოსებმა ჟურნალისტების მცირე ჯგუფს ბრიფინგზე უთხრეს, რომ დრონების მშენებარე ქარხნით რუსეთი შეძლებს ისეთი დრონების ფლობას, რომელიც ირანიდან შესყიდულ დრონებზე გაცილებით დიდი იქნება. 

აპრილში შეერთებულმა შტატებმა გამოაქვეყნა სატელიტური გამოსახულება დრონების ქარხნის სავარაუდოდ მდებარეობის შესახებ, რომელიც მოსკოვიდან აღმოსავლეთით დაახლოებით 900 კილომეტრში მდებარეობს.

ამასთან, დაზვერვის ინფორმაციით, დღემდე ირანმა რუსეთს 400-ზე მეტი Shahed-131, 136 და Mohajer დრონები მიაწოდა. მათი უმრავლესობა რუსეთს თითქმის მთლიანად ამოეწურა.

CIA-ს ინფორმაციით, რუსეთი უპილოტო თვითმფრინავებს, უპირველეს ყოვლისა,  უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის და უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაფართოებლად იყენებს.


პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ გასული წლის დეკემბერში საჯაროდ გამოთქვა ვარაუდი, რომ შემდგომში იარაღის უკრაინის ომში გამოსაყენებლად თეირანი და მოსკოვი რუსეთში დრონების წარმოების ხაზის აწყობას აპირებდნენ. დაზვერვის ახალი მასალებით კი დგინდება, რომ ქარხნის მოწყობის სამუშაოები რუსეთის თათარსტანის იალბუგას რეგიონში უკვე დაწყებულია.

კირბიმ ასევე აღნიშნა, რომ კასპიის ზღვის გავლით თეირანი მოსკოვისთვის საბრძოლო დრონების მიწოდებას კვლავ განაგრძობს. მაისის მონაცემებით რუსეთმა ირანისგან უკვე ასობით დრონი და დრონების წარმოებისთვის საჭირო აღჭურვილობა მიიღო.


ირანის დახმარებით რუსეთის თათარსტანის პროვინციაში აშენებულ ახალ ქარხანაში წარმოებულ დრონებს მოსკოვი უკრაინის ფრონტზე უკვე იყენებს

კომპანია ალბატროსმა, რომელიც რუსეთ-ირანის ახლო პარტნიორობის შედეგად აშენებულ ქარხანაში ოპერირებს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთვის სავარაუდოდ უკვე დაამზადა სადაზვერვო დრონები, რომელთაგან დაახლოებით 50 ერთეული აღმოსავლეთ უკრაინაში გააგზავნეს.

გასულ თვეში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს როგორ უშვებენ რუსი სამხედროები სადაზვერვო დრონს, რომელსაც "ალბატროსის" სახელით მოიხსენიებენ. კომპანია ალბატროსმა რუსული სახელმწიფო მედიისთვის მიცემულ კომენტარში კი თქვა, რომ სამინისტროს უკვე 50 ერთეული M5 ტიპის დრონი მიაწოდეს. ვიდეოში ნაჩვენები დრონები და ალბატროსის მიერ ალაბუგას ქარხანაში წარმოებული დრონები ერთმანეთის იდენტურია.

კომენტარები