რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რეზნიკოვი: ყირიმის ხიდზე თავდასხმები გაგრძელდება

ოლექსი რეზნიკოვი
REUTERS/Viacheslav Ratynskyi

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა CNN-თან აღნიშნა, რომ უკრაინა გააგრძელებს თავდასხმებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმსა და ქერჩის ხიდზე. 

მას შემდეგ, რაც რუსეთმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სამხრეთ საპორტო ქალაქ ოდესასა და მის მიმდებარე რეგიონს დაარტყა, უკრაინა განაგრძობდა თავდასხმებზე ყირიმზე. 

"ყველა ეს სამიზნე ოფიციალურია, რადგან მათი განადგურება ჩვენ წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობებს შეამცირებს (და) დაგვეხმარება უკრაინელების სიცოცხლის გადარჩენაში". - თქვა რეზნიკოვმა CNN-თან ინტერვიუში.

17 ივლისს ქერჩის სრუტეზე გამავალ ხიდზე, რომელიც ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთის ფედერაციას აკავშირებს, აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ობიექტი დაზიანდა და გადაადგილება დროებით შეჩერდა. უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ეს უსაფრთხოების სამსახურისა და სამხედრო-საზღვაო ძალების ერთობლივი სპეცოპერაცია იყო და იერიში საზღვაო დრონების გამოყენებით განახორციელეს. მსგავსი უპილოტო აპარატების გამოყენებაზე საუბრობდა რუსული მხარეც.

წარსულში რუსეთი ირწმუნებოდა, რომ უკრაინელებს ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე იერიშები, მათ შორის საზღვაო დრონების გამოყენებით, ოდესის პორტიდან, მარცვლეულის შეთანხმების დარღვევით, მიჰქონდათ.

აფეთქებიდან რამდენიმე საათში, რუსეთმა დატოვა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება, რომელიც უკრაინული სავაჭრო ხომალდების გადაადგილების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. შეთანხმებას თურქეთი შუამავლობდა.

კომენტარები