რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, გლივიცეში ჯავშანტექნიკის სარემონტო ცენტრი ამუშავდა

სარემონტოდ გამზადებული Leopard-ის ტანკი
მარიუშ ბლაშჩაკი

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი, მარიუშ ბლაშჩაკი Twitter-ზე წერს, რომ ქვეყნის სამხრეთში მდებარე ქალაქ გლივიცეში ჯავშანტექნიკის სარემონტო ცენტრი უკვე ამოქმედდა. მისივე თქმით, Leopard-ის ტიპის პირველი ორი ტანკი უკრაინიდან უკვე ქარხანაშია. 

პოლონეთის თავდაცვის უწყების მეთაური ავრცელებს ფოტოსაც, რომელშიც სატვირთოზე დადებული Leopard-ის ტიპის ტანკი ჩანს. Bumar-ის ქარხანაში გაარემონტებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების დასავლურ ჯავშანტექნიკას.

"გლევიცეში სარემონტო ჰაბმა მუშაობა დაიწყო. პირველი ორი Leopard-ი უკრაინიდან უკვე ჩამოვიდა Bumar-ის ქარხანაში". – წერს ბლაშჩაკი.

 აქამდე გერმანული გამოცემა der Spiegel-ი წერდა, რომ ბერლინმა და ვარშავამ ვერ შეძლეს მოელაპარაკებინათ პოლონეთში უკრაინისთვის გადაცემული გერმანული Leopard-ის ტანკებისთვის მომსახურების გაწევაზე. როგორც მედია წერდა, კონტრაქტი პოლონური თავდაცვის საწარმო PGZ-სა და გერმანულ კომპანიებს: Krauss-Maffei Wegmann-სა და Rheinmetall-ს შორის არ გაფორმებულა. გამოცემა Handelsblatt-ი წერდა, რომ გერმანიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა პოლონეთის ტერიტორიაზე ტანკების რემონტირებისა და მომსახურების ცენტრთან დაკავშირებული შეთანხმება დაეტოვებინა. ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია და ცნობები არ არსებობს.

კომენტარები