რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტებმა ხარკოვისა და ზაპოროჟიეს ოლქები დაბომბეს, დაიღუპა, სულ მცირე, 2 ადამიანი

Stringer/Reuters

23 ივლისს ღამით ოკუპანტებმა ხარკოვისა და ზაპოროჟიეს ოლქები დაბომბეს. ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთში, სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა. დაშავდა კიდევ ორი, მათ შორის 60 წლის მამაკაცი და 72 წლის ქალი. 

"გასულ დღეს მტერი მასიურად ბომბავდა ხარკოვის, კუპიანსკისა და იზიუმის რაიონებს არტილერიით, ნაღმყორცნებითა და საჰაერო ხომალდებით. ჩვენი მცველები პოზიციებს იკავებენ კუპიანსკში. მტერი წინსვლას ვერ ახერხებს". - წერს ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინიეგუბოვი.

ასევე, ზაპოროჟიეს რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იური მალაშკოს თქმით, რუსეთის ძალებმა გასულ ღამეს ოლქში 20-მდე სამოქალაქო დასახლებას 69-ჯერ დაარტყეს. მალაშკოს ინფორმაციით, რუსული ჯარები ასევე თავს დაესხნენ ზაპოროჟიეს გაეუბანს და რაიონს 4 რაკეტა ესროლეს. ამჟამინდელი მონაცემებით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

გარდა ამისა, 23 ივლისს ღამით ოკუპანტებმა ოდესაზე მასობრივი შეტევა განახორციელეს. მტრის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიჭრა 19 და დაიღუპა 1 ადამიანი. ასევე, განადგურდა 6 საცხოვრებელი სახლი და ორი არქიტექტურული ძეგლი, დაზიანდა ფერიცვალების ტაძარი. გარდა ამისა, დაზიანდა ათობით მანქანა. აფეთქებების შედეგად მრავალ შენობაში ჩაიმსხვრა ფანჯრები, სახურავები და ფასადები.

თავდასხმის შემდეგ, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განმარტა, რომ ოდესაზე სარაკეტო ტერორი მარცვლეულის დერეფნის აღდგენის განეიტრალების მცდელობაა. დანილოვის თქმით, უკრაინამ რუსების გეგმის შესახებ იცის და მათ სათანადოდ უპასუხებს.

"ოდესის რეგიონზე რუსული სარაკეტო თავდასხმების მთავარი მიზანი უკრაინის შავ ზღვაში გასასვლელის იზოლაცია და მარცვლეულის დერეფნის საერთაშორისო ძალისხმევის განეიტრალებაა. კრემლის გეგმამ უნდა შექმნას ხელოვნური შიმშილი, უპირველეს ყოვლისა, აფრიკის ქვეყნებისთვის და გაზარდოს მიგრაციული საფრთხის დონე ევროპისთვის". - წერს დანილოვი.

კომენტარები