ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეამ ფრთოსანი რაკეტები გაისროლა – სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალები

კორეის სახალხო არმიის მიერ Hwasong-18-ის ტიპის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გამოცდა ჩრდილოეთ კორეაში
Reuters

სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ ფრთოსანი რაკეტები გაისროლა.

ქვეყნის გენშტაბის უფროსის თქმით, რაკეტები 22 ივლისს, ადგილობრივი დროით დილის 4 საათიდან გაისროლეს.

სამხედრო შესაძლებლობების სადემონსტრაციოდ და სამხრეთ კორეის წყლებში აშშ-ს ბირთვული იარაღით აღჭურვილი წყალქვეშა ნავის შესვლის პასუხად 19 ივლისს ორი ბალისტიკური რაკეტის გაშვების შემდეგ, ეს ჩრდილოეთ კორეის მორიგი სარაკეტო გასროლაა.

20 ივლისს იზოლირებულმა აზიურმა ქვეყანამ ასევე დაიმუქრა, რომ ამერიკული ავიამზიდების, ბომბდამშენებისა და წყალქვეშა ნავების განლაგება, შესაძლოა, ფხენიანის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების აუცილებლობის კრიტერიუმებს აკმაყოფილებდეს.

კომენტარები