თუფაქ შაკურის მკვლელობა

2PAC-ის მკვლელობის საქმეზე პოლიციამ ლას-ვეგასში სახლი გაჩხრიკა

სამართალდამცავებმა თუფაქ შაკურის მკვლელობის საქმეზე სახლი გაჩხრიკეს. ინფორმაციას ლას-ვეგასის პოლიციის დეპარტამენტი ადასტურებს.

"ლას-ვეგასის პოლიციის დეპარტამენტი ადასტურებს, რომ ორდერის საფუძველზე გაჩხრიკა ჰენდერსონში მდებარე ერთ-ერთი სახლი. ჩხრეკა თუფაქ შაკურის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში ჩატარდა. ამ დროისთვის დამატებით კომენტარს არ გავაკეთებთ". – განაცხადა ლას-ვეგასის ოლქის პოლიციის დეპარტამენტმა.

ამ დროისთვის უცნობია სახლის ზუსტი მისამართი. 

1996 წელს თუფაქ შაკური იგივე 2Pac ლას-ვეგასში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. რეპერი მანქანაში მუსიკალურ პროდიუსერ შუგ ნაითთან ერთად იჯდა. შუქნიშანზე გაჩერებულ მანქანას თეთრი ფერის კადილაკიდან ცეცხლი გაუხსნეს. კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი შაკური საავადმყოფოში გადაიყვანეს, რეპერი 7 დღეში გარდაიცვალა. მრავალწლიანი გამოძიება ჩიხში შევიდა, ლეგენდარული რეპერის მკვლელობა დღემდე გაუხსნელია.

კომენტარები