რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი: რუსეთი აუცილებლად უპასუხებს უკრაინის მიერ ორგანიზებულ ტერაქტს ყირიმის ხიდზე

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთი აუცილებლად უპასუხებს უკრაინის მიერ ორგანიზებულ "ტერაქტს ყირიმის ხიდზე". ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტრო შესაბამის წინადადებაზე უკვე მუშაობს.

"სამხედრო თვალსაზრისით ეს უაზრო დანაშაულია, რომელსაც არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ყირიმის ხიდი დიდი ხანია, არ გამოიყენება სამხედრო გადაზიდვებისთვის. ეს არის სასტიკი დანაშაული, რადგან უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ. დაშავდა ერთი ბავშვი, რომლის მშობლებიც დაიღუპნენ. რუსეთის მხრიდან პასუხი აუცილებლად იქნება. თავდაცვის სამინისტრო ამზადებს შესაბამის წინადადებებს". - თქვა პუტინმა.

ამავდროულად, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შესაბამის სამსახურებს ინციდენტის დეტალური შესწავლა დაავალა.

"იმის გათვალისწინებით, რომ ყირიმის ხიდზე უკვე მეორე ტერაქტი მიმდინარეობს, ველოდები კონკრეტულ წინადადებებს ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ობიექტის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად". - თქვა პუტინმა.

კომენტარები