2023 წელს გარდაცვლილები

88 წლის ასაკში მოცეკვავე ომარ მხეიძე გარდაიცვალა

88 წლის ასაკში ქართველი მოცეკვავე ომარ მხეიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი შვილიშვილი ავრცელებს.

მხეიძე 1953 წლიდან იყო საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლის(სუხიშვილები) წამყვანი სოლისტი. ცეკვავდა 30 წლის განმავლობაში. საცეკვაო კარიერის დასრულების შემდეგ, 1984-1989 წლებში იყო თბილისის სადღესასწაულო რიტუალების სასახლის დირექტორი.

2011 წელს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი. 2014 წელს საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითმა კავშირმა მიანიჭა საუკუნის მოცეკვავის წოდება. 

კომენტარები