მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: რუსული მთავრობის მოლაპარაკე თავები აფუთფუთდნენ, ეტყობა, მოსკოვიდან დაურეკეს

უდიდესი მადლობა ევროპარლამენტარებს ამხელა სოლიდარობისთვის.

ნახეთ, დილიდან როგორ აფუთფუთდნენ აქაური რუსული მთავრობის მოლაპარაკე თავები - ეტყობა შეშფოთებულებმა პირდაპირ მოსკოვიდან დაურეკეს.

ვერანაირი რეპრესიები, თუნდაც სიკვდილის საფრთხე, ჩემს ბრძოლას თავისუფლებისთვის, ევროპისთვის, უკრაინის გამარჯვებისთვის, საქართველოს განვითარებისა და წარმატების გზაზე დაბრუნებისთვის ვერ შეაჩერებს!

წერს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.  

ევროპარლამენტის 44 წევრისგან შემდგარი ჯგუფი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში გადაიყვანონ, სადაც მას შეეძლება, მიიღოს საჭირო და შესაბამისი სამედიცინო დახმარება. ირაკლი კობახიძე განცხადებას "აბსურდად და სამარცხვინოდ" აფასებს

კომენტარები