რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კულება: ლავროვის რიტორიკის მიუხედავად, უკრაინა დასავლურ გამანადგურებლებს მიიღებს

Nikolay Doychinov/AFP/Getty Images

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, უკრაინა აუცილებლად მიიღებს დასავლურ F-16 ტიპის გამანადგურებლებს და მათ რუსული ბინძური განცხადებების არ ეშინიათ.

ამ განცხადებით კულებამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას უპასუხა, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინაში დასავლური გამანადგურებლების გამოჩენას, "ბირთვულ საფრთხედ" აღიქვამს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, "რუსეთის ერთადერთი საფრთხე უკრაინელი ჯარისკაცია" და სწორედ უკრაინელი სამხედროების უნდა ეშინოდეთ პუტინსა და რუსეთის ხელისუფლებას ყველაზე მეტად.

"უკრაინა მიიღებს F-16 ტიპის გამანადგურებლებს, როგორც ეს დაგეგმილია. რუსეთი კი ამას "გადაყლაპავს" მიუხედავად ლავროვის ბინძური რიტორიკისა". - თქვა კულებამ.

11 ივლისს უკრაინამ 11 პარტნიორ ქვეყანასთან ერთად ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელიც უკრაინელი პილოტების F-16 ტიპის გამანადგურებლებზე წვრთნას ითვალისწინებს.

დმიტრო კულებას თქმით, დასავლური გამანადგურებლები უკრაინულ ცაზე შესაძლოა 2024 წლის დასაწყისში გამოჩნდეს.

კომენტარები