რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის 58-ე არმიის მეთაური ჯარის პრობლემურ საკითხებზე საუბრის გამო გაათავისუფლეს

გენერალ-მაიორი ივან პოპოვი

რუსეთის 58-ე საერთო არმიის  გენერალ-მაიორი ივან პოპოვი ამბობს, რომ ის გაათავისუფლეს. ამის შესახებ მან ისაუბრა მიმართვაში, რომელიც რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა და 58-ე არმიის ყოფილმა მეთაურმა ანდრეი გურულიოვმა საკუთარ ტელეგრამ-არხზე გაავრცელა.

"გულწრფელად გეუბნებით, უმაღლეს მეთაურობასთან რთული ვითარება გაჩნდა, ან უნდა გავჩუმებულიყავი, გამომეჩინა გულწრფელობა და მეთქვა ის, რისი გაგებაც მათ სურდათ, ან ყველაფრისთვის თავის სახელი დამერქმია". – თქვა პოპოვმა მიმართვაში. 

58-ე არმიის ყოფილი მეთაურის მტიცებით, მან "მკაცრად" გაუსვა ხაზი რუსეთის არმიის ყველა პრობლემურ საკითხს.

"ყურადღება გავამახვილე თანამედროვე ომის ყველაზე მთავარ ტრაგედიაზე – კონტრბატარეული ბრძოლისა და საარტილერიო დაზვერვის სადგური არარსებობა, ჩვენი ძმების მასობრივი დაღუპვა და დაშავება მოწინააღმდეგის არტილერიის შედეგად". – თქვა პოპოვმა.

58-ე არმია ზაპოროჟიეს მიმართულებით იბრძვის. პოპოვი თავდაცვის სამინისტროსა და უმაღლესი გენერალიტეტის გადაწყვეტილებას ღალატს უწოდებს.

"ამასთან დაკავშრებით, უმაღლესმა მეთაურებმა, როგორც ჩანს, ჩემში რაღაც საფრთხე იგრძნეს და მიზანდასახულად, ერთ ნათელ დღეს, შეთითხნეს ბრძანება, თავდაცვის სამინისტრომ ხელი მოაწერა განკარგულებას და მომიშორეს. დღეს, როგორც ბევრი პოლკის დივიზიის მეთაურმა თქვა, უკრაინის შეიარაღებულმა ჩვენი არმიის გატეხვა ვერ შეძლეს ფრონტზე, ჩვენ ზურგიდან დაგვარტყა ჩვენმა უმაღლესმა მეთაურმა, მოღალატეობრივად და მდაბიოდ მოკვეთა თავი არმიას ყველაზე მძიმე და დაძაბულ მომენტში". – ამბობდა მიმართვაში პოპოვი.

აქამდე პოპოვის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ინფორმაცია კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფთან დაკავშირებულმა ტელეგრამ-არხმა GREY ZONE-მა გაავრცელა. მათი ცნობით, 58-ე არმიის მეთაური მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მან რუსეთის გენერალური შტაბის მეთაურს, ვალერი გერასიმოვს კრიტიკული ანგარიში წარუდგინა და ქვედანაყოფებში როტაციის ჩატარება შესთავაზა. GREY ZONE-ის ცნობით, ანგარიშის პასუხად გერასიმოვმა თქვა, რომ პოპოვი "დაკავებულია დეზინფორმაციითა და პანიკიორობით".

რუსეთის 58-ე არმია 2008 წლის აგვისტოს ომშიც მონაწილეობდა, როცა მას გენერალი ანატოლი ხრულიოვი მეთაურობდა.

კომენტარები