საქართველო-NATO

ფრიდი NATO-ზე: საქართველო ისე გამოიყურება, თითქოს ცდილობს, გავიდეს თამაშიდან

მოკავშირეები ახლა იმას განიხილავენ, თუ როგორი იქნება მომავალში NATO-ს ურთიერთობა უკრაინასთან და არა საქართველოსთან. არსებობს ფართოდ გავრცელებული შეშფოთება იმის თაობაზე, რომ საქართველომ თითქოს ამ ეტაპზე საკუთარი თავი ამ პროცესის მიღმა დატოვა. საქართველო ისე გამოიყურება, თითქოს ცდილობს, გავიდეს თამაშიდან. უკრაინას ამ სამიტზე წევრად ნამდვილად არ მიიწვევენ, მაგრამ მთავარი შეკითხვა ისაა, როგორ იქნება ამჯერად გამოხატული ის ლექსიკა, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის ბუქარესტის სამიტის დროს შემუშავდა და რა პრაქტიკული ნაბიჯები გადაიდგმება უკრაინისთვის. საქართველო ამ ეტაპზე არ გამოიყურება, როგორც დაინტერესებული მხარე. 

ამბობს ამერიკელი დიპლომატი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დენიელ ფრიდი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში

კომენტარები