ინდოეთი

ინდოეთში ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 41 ადამიანი დაიღუპა

ნიუ-დელი, ინდოეთი, 2023 წლის 11 ივლისი 
Money Sharma/AFP/Getty Images

ინდოეთში ძლიერმა წვიმამ და წყალდიდობამ, სულ მცირე, 41 ადამიანი იმსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს

ამავე ინფორმაციით, 31 ადამიანი დაიღუპა ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთში, ჰიმაჩალ-პრადეშის შტატში დაიღუპა, ხოლო 10 - პენჯაბის შტატში.

ამასთან, შემთხვევის გამო მობილიზებულია 6 ვერტმფრენი, ამ დროისთვის კი 2 000-მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. 

ძლიერი წვიმის გამო სკოლები მთელ რეგიონში დაიხურა. 

კომენტარები