რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერმანია უკრაინას 700 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

უკრაინის 33-ე მექანიზებული ბრიგადის Leopard 2A4
სოციალური მედია

გერმანია გეგმავს, უკრაინას 700 მილიონი ევროს ღირებულების დახმარების ახალი პაკეტი გაუგზავნოს. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

დახმარების პაკეტი მოიცავს Patriot-ის 2 სისტემას, Marder-ის ტიპის 40 საბრძოლო მანქანას, Leopard 1 A5-ის ტიპის 25 ტანკს და Bergepanzer 2-ის ტიპის 5 მანქანას. 

ამასთან, პაკეტში გათვალისწინებულია უკრაინისთვის LUNA-ს სადაზვერვო დრონის სისტემის გადაცემაც.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა აღნიშნა, რომ დახმარების ახალი პაკეტით უკრაინის გაძლიერებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა სურთ. 

კომენტარები