რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა დონეცკის ქალაქი ლიმანი დაბომბა - სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა

დღეს, 8 ივლისს რუსებმა დონეცკის ქალაქ ლიმანზე იერიში მიიტანეს - სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა.

"დაახლოებით დილის 10 საათზე რუსებმა ქალაქში რეაქტიული ცეცხლის ზალპური სისტემებიდან კერძო სექტორს დაარტყეს. დაზიანებულია სახლები და მაღაზიები". - წერს Telegram-ზე დონეცკის სამხედრო საოლქო ადამინისტრაციის ხელმძღვანელი, პაველ კირილენკო.

კირილენკოს თქმით, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გუნდი. 

კომენტარები