საქართველო-უკრაინა

კობახიძე: ოპოზიციას იმედი აქვს, კანდიდატის სტატუსი დაიბლოკება უკრაინის მთავრობის მეშვეობით

რადიკალურ ოპოზიციას აქვს იმედი, რომ ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება დაიბლოკება უკრაინის ხელისუფლების მეშვეობით. ამის იმედი აქვთ. ჩვენ მოვისმინეთ გუშინ დეტალური ანგარიში 12 პუნქტთან დაკავშირებით, საიდანაც ჩანს, რომ დღემდე, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, ყველაფერი გააკეთა ხელისუფლებამ 12 პუნქტის შესასრულებლად. შესაბამისად, საბაბიც კი არ არსებობს, რომ დეკემბერში ჩვენ არ მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი, თუ სამართლიანად შეფასდება ჩვენი ქმედებები, მაგრამ გადაწყვეტილება არის პოლიტიკური.

როდესაც გადაწყვეტილება არის პოლიტიკური, დეკემბერში ვიღაცებს ბუნებრივია, შეუძლიათ ზემოქმედება. ამ შემთხვევაში რადიკალურ ოპოზიციას აქვს იმედი, რომ ერთ-ერთი, ვინც განახორციელებს უარყოფით ზემოქმედებას ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე, იქნება უკრაინის ხელისუფლება. ბუნებრივია, ისინი ყველაფერს გააკეთებენ ამისთვის – გამოიყენებენ არახამიას, გამოიყენებენ იგივე დანილოვს, რომელიც საქართველოში ითხოვდა მეორე ფრონტის გახსნას. გამოიყენებენ პოდოლიაკს, რომელიც ითხოვდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას, მაგრამ მე მაინც იმედი მაქვს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

ამბობს ქართული ოცნების თავჯდომარე, ირაკლი კობახიძე. გუშინ, 4 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვების განკარგულება მისცა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, "უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი საჭირო მკურნალობისთვის უკრაინას გადასცეს".

კომენტარები