მოლდოვის აეროპორტი

ტაჯიკეთის მოქალაქე, რომელმაც გასულ კვირას მოლდოვის აეროპორტში ცეცხლი გახსნა, გარდაიცვალა

მოლდოვის პოლიციის ინფორმაციით, ტაჯიკეთის მოქალაქე, რომელმაც მოლდოვის საერთაშორისო აეროპორტში გარშემო მყოფებს ცეცხლი გასულ კვირას გაუხსნა, გარდაიცვალა. 

30 ივნისს გავრცელებული ცნობებით, საზღვარზე არ შეშვების შემდეგ მოლდოვის საერთაშორისო აეროპორტში ტაჯიკეთის მოქალაქემ გარშემო მყოფებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა.

გასულ კვირას ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მგზავრი თურქეთიდან მოდიოდა. მან ცეცხლსასროლი იარაღი მესაზღვრეებს წაართვა და მათი მიმართულებით გაისროლა.

კომენტარები