რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბერდიანსკის და მელიტოპოლის ფრონტებზე მძიმე ბრძოლების მიუხედავად წინ მივიწევთ – მალიარი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი 15 დეკემბერს კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე
Sergei Supinsky/AFP/Getty Images

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის თქმით, ბერდიანსკის და მელიტოპოლის ფრონტებზე უკრაინა წინ მიიწევს, აღმოსავლეთით კი რამდენიმე ფრონტზე რუსები შეტევაზე არიან. ამის შესახებ მალიარმა Telegram-ის არხზე დაწერა.

"მძიმე ბრძოლების მიუხედავად, ჩვენ თანდათან წინ მივიწევთ ბერდიანსკის და მელიტოპოლის ფრონტებზე. ჩვენი ჯარები მტრის ძლიერ წინააღმდეგობას უძლებენ." - წერს მალიარი.

ამასთან, მალიარის თქმით რუსები რამდენიმე ფრონტზე, მათ შორის ავდიივკას, მარინკას და ლიმანის მიმართულებით წინ მიიწევენ.

"ამასთან, რუსები დაიძრნენ სვატოვოს მიმართულებით, იქ სასტიკი ბრძოლები მიდის. მტერი უტევს ბელოგოროვკას, სერებრიანკას. აქ საკმაოდ მძიმე ვითარებაა." - წერს თავდაცვის მინისტრის მოადგილე.

მისივე თქმით, ბახმუტის ფრონტის სამხრეთ ფლანგზე უკრაინული ძალები ნაწილობრივი წარმატებით მიიწევენ წინ, ჩრდილოეთით კი ბრძოლები გრძელდება. რუსებმა იქ 2 სადესანტო თავდასხმის პოლკი გაიყვანეს.

კომენტარები