აშშ-უკრაინა

მაიკ პენსი კიევში ვიზიტისას ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

მაიკ პენსი
Will Lanzoni/CNN

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ვიცეპრეზიდენტი, მაიკ პენსი, რომელიც ამჟამად რესპუბლიკური პარტიის სახელით პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის იბრძვის, დაუანონსებელი ვიზიტით ჩავიდა კიევში, სადაც უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

პრეზიდენტის სასახლეში გამართული შეხვედრის დროს, პენსმა ზელენსკის უთხრა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის გვერდში დგომას მანამ, "სანამ გამარჯვება არ იქნება მიღწეული, თუმცა შემდეგ სანამ სამართალიც არ აღსრულდება".

ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ბუჩას, ირპენსა და მოშუნსაც ეწვია. კიევის გარშემო მდებარე ამ დასახლებებში პენსი ადგილობრივებს შეხვდა და დაღუპულთა მემორიალები ყვავილებით შეამკო.

მაიკ პენსი აშშ-ს მიერ უკრაინის დახმარების ძლიერი მხარდამჭერია. ის პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის მებრძოლი რესპუბლიკელებიდან პირველია ვინც უკრაინას ეწვია. ამერიკის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი უკრაინას 2022 წლის მარტშიც ეწვია. მაშინ პენსი საზღვართან მყოფ ლტოლვილებს შეხვდა.

კომენტარები