აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ

სასამართლომ 7-8 მარტის აქციების საქმეზე ჯაფარიძე და მოსიაშვილი 2 500-2 500 ლარით დააჯარიმა

გირჩი - მეტი თავისუფლება / Facebook

თბილისის საქალაქო სასამართლომ 7-8 მარტის აქციების საქმეზე პარტია გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურა ჯაფარიძე და წევრი, ნიკა მოსიაშვილი 2 500-2 500 ლარით დააჯარიმა.

ჯაფარიძე და მოსიაშვილი 7 მარტს დააკავეს. მათი თქმით, სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

7 მარტს ქართული ოცნების რუსული რეჟიმის მიერ რუსული კანონის ერთერთი ვერსიის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა 8 მარტის საღამოსაც, რომელზეც, წინა დღის მსგავსად, საპოლიციო ძალებმა მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენეს. ასევე, 9 მარტის დილის 06:00 საათზე სპეცრაზმმა აქციის დარბევა დაიწყო, გაარღვიეს ბარიკადები, რომლებიც მოქალაქეებმა მათგან დასაცავად ააშენეს. დარბევისას ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 7-8 მარტს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძისა და აქციის სხვა მონაწილეების მიმართ პოლიციის მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადაჭარბების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

კომენტარები