რუსული კანონი

ჯაფარიძე: ფეხზე დამდგარი გვცემეს, ყბებში გვირტყეს, თავზე დაზიანება ხელკეტებისგან მაქვს

სინამდვილეში ეს არის ჩვენი გატაცების საქმე. ჩვენ ვიყავით აქციაზე, არავისთვის არანაირი სიტყვიერი და ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია, პირიქით იქ, სპეცრაზმის წევრებმა დაიწყეს ახალგაზრდების ცემა, რა დროსაც კადრი ჩანს, რომ მე ზურგით ვდგები სპეცრაზმთან, რომ ამ ბავშვებს გადავეფარო და  მაგ დროს გადამათრიეს უკან, მიმათრევდნენ და მირტყამდა 5-6 ადამიანი. 

მას შემდეგ რაც შემათრიეს იმ ჭიშკრის შიგნით, 9 აპრილის ქუჩაზე, საიდანაც გამოდიან ხოლმე, შიგნით გააგრძელეს ჩვენი ცემა, ხელებით, ფეხებით, ხელკეტებით, მათ შორის თავზე რაც დაზიანებები მაქვს ხელკეტებისგან მაქვს. 

ამის შემდეგ მე შიგნით გავაგრძელე საუბარი, პოლიციელებს ვესაუბრებოდი, რის შემდეგაც გააგრძელეს და ფეხზე დამდგარი გვცემეს, ყბებში გვირტყეს. ამის შემდეგ გვითხრეს, რომ თუ ლაპარაკს არ შევწყვეტდი, ისევ გააგრძელებდნენ, რის შემდეგაც მე ლაპარაკი შევწყვიტე. ყველას ეკეთა ნიღბები და სახე არ ვიცი არავის, თვალები მახსოვს.

ამბობს გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურა ჯაფარიძე, რომელიც ნიკა მოსიაშვილთან ერთად 7 მარტს აქციის დარბევისას დააკავეს. მათი სასამართლო პროცესი ხვალ, 10 მარტისთვის გადაიდო.  

კომენტარები