რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უოლასი: უკრაინამ კონტრშეტევისას იმაზე მეტი ტერიტორია დაიბრუნა, ვიდრე ზამთარში დაკარგა

უკანონოდ ოკუპირებული ტერიტორიის დასაბრუნებლად ზაფხულის შეტევის ფარგლებში, უკრაინამ უკვე დაიბრუნა დაახლოებით 300 კვადრატული კილომეტრი - ეს რუსეთის მიერ ზამთრის შეტევისას დაპყრობილ ტერიტორიებზე მეტია. უკრაინელები აგრძელებენ ეტაპობრივ, მაგრამ სტაბილურ ტაქტიკურ პროგრესს, სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინაში ახორციელებენ მთავარ შეტევით ოპერაციებს სამ მთავარ ღერძზე.

ლუგანსკის ოლქში რუსულმა ძალებმა მნიშვნელოვანი ძალისხმევის შედეგად კრემინასთან ახლოს სერებრიანკას ტყეში თავდასხმა განახორციელეს  - რუსეთს ჰქონდა მცირე მიღწევები, მაგრამ უკრაინულმა ძალებმა ხელი შეუშალეს, რომ მიეღწიათ მნიშვნელოვანი გარღვევებისთვის.

უკრაინამ მოიკრიბა ძალა ბახმუტის ირგვლივ თავდასხმებში - რამდენიმე ოპერაციით, უკრაინის ძალებმა მიაღწიეს პროგრესს ქალაქის ჩრდილოეთ და სამხრეთ ფლანგებზე.

როგორც ჩანს, რუსეთს არ გააჩნია ისეთი დაუღალავი სახმელეთო ძალები, რომლებიც უკრაინის შეტევის დასაძლევად სჭირდება: ეს ძალები ვრცელდებიან 200 კილომეტრზე ბახმუტიდან მდინარე დნეპროს აღმოსავლეთ სანაპირომდე.

 ამბობს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, ბენ უოლასი.

კომენტარები