რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ნიდერლანდები და დანია 2024 წლისთვის უკრაინას დამატებით Leopard-ის ტიპის 14 ტანკს მიაწვდიან

უკრაინის 33-ე მექანიზებული ბრიგადის Leopard 2A4
სოციალური მედია

გერმანული იარაღის მწარმოებელი კომპანია Rheinmetall-ის ცნობით, ნიდერლანდებმა და დანიამ 2024 წლისთვის უკრაინაში გასაგზავნადLeopard 2-ის ტიპის 14 ტანკი შეუკვეთა

"საუბარია 14 კაპიტალურად შეკეთებულ Leopard 2A4 ტანკზე და არა ახალ ტექნიკაზე". - წერს CNN 27 ივნისს Rheinmetall-ის წარმომადგენლის, ოლივერ ჰოფმანზე დაყრდნობით.

პირველი ტანკი უკრაინაში 2024 წლის იანვარში ჩავა, დანარჩენები კი 2024 წლის განმავლობაში.

ამასთან, Rheinmetall-ის ცნობით, გერმანია დამატებით 20 Marder BMP-ის უკრაინისთვის მიწოდებას 2023 წლის გაზაფხულზე გეგმავს. მანამდე, მარტში უკვე მიაწოდა ამავე რაოდენობის Marder-ები. ასევე, 2023 წლის ბოლომდე უკრაინა მიიღებს 26 ახალ სამხედრო სატვირთო მანქანასა და Skynex-ის 2 საჰაერო თავდაცვით სისტემას.

იარაღის ექსპორტის კონტროლის კანონის დაცვით, გერმანიამ ყველა ეს გადაზიდვა უკვე დაამტკიცა. 

კომენტარები