რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ უკრაინისთვის დამატებით $500 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარების გაგზავნას აპირებს

ამერიკელი ოფიციალური პირების თანახმად, პენტაგონი უკრაინისთვის დამატებით 500 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების გაგზავნას დააანონსებს.

პაკეტში 30 Bradley-ის ტიპის საბრძოლო მანქანა, 25 Stryker-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორი და საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტები შევა.

დახმარება მიზნად ისახავს ნელი წინსვლით მიმდინარე უკრაინული კონტრშეტევის გაძლიერებას. სავარაუდოა, რომ პაკეტში შემავალი სამხედრო აღჭურვილობა რუსეთში დაწყებულ სამხედრო არეულობამდე შეარჩიეს, თუმცა ახალი დახმარება უკრაინულ ძალებს რუსეთში მიმდინარე პროცესების შედეგებით სარგებლობის დამატებით შესაძლებლობას მისცემს.

პენტაგონის ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინას $15 მილიარდის ღირებულების იარაღითა და აღჭურვილობით დაეხმარნენ. ქვეყანას ასევე მიაწოდეს დამატებით $6.2 მილიარდის ღირებულების მარაგები. ამას გარდა, სააღრიცხვო შეცდომის წყალობით, პენტაგონმა უკრაინას დაპირებული სამხედრო დახმარების გადაცემის შემდეგ უკრაინისთვის იარაღების საყიდლად გამოყოფილი თანხიდან 6.2 მილიარდი დოლარი ზედმეტად შემორჩათ. აღნიშნულ თანხას აშშ კვლავ უკრაინის დასახმარებლად გამოიყენებს.

სავარაუდოდ, ახალი პაკეტის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია 27 ივნისს გავრცელდება.

კომენტარები