შავი ზღვა

შავი ზღვის წყლის ხარისხი 10 დღეში ერთხელ შემოწმდება – გარემოს ეროვნული სააგენტო

adb.org

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, შავი ზღვის წყლის ხარისხის  10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე შემოწმდება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, კვლევების შედეგად ზღვის წყლის ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები მარილიანობის ჩათვლით, ასევე, ბიოგენური ელემენტები და სხვა მაჩვენებლები განისაზღვრება.

"აღებული სინჯები საანალიზოდ გაიგზავნება გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში, რომელიც სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს. ლაბორატორია აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და აკრედიტირებულია ISO 17025 სტანდარტის შესაბამისად".- აღნიშნულა განცხადებაში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიღებული შედეგები საზოგადოებას ლაბორატორიული კვლევების დასრულებისთანავე ეცნობება.

კომენტარები