ევროკავშირი-უკრაინა

ბერბოკი: უკრაინამ ბოლო უნდა მოუღოს ნეპოტიზმსა და კორუფციას, რათა EU-ს წევრი გახდეს

ანალენა ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, უკრაინამ უნდა ბოლო უნდა მოუღოს ნეპოტიზმსა და კორუფციას, რათა ევროკავშირის წევრი გახდეს. ბერბოკის სიტყვებს უკრაინული გამოცემა Европейская правда გერმანულ სააგენტო DPA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბერბოკის თქმით, უკრაინამ უკვე მიაღწია პროგრესს ევროკავშირის გზაზე რეფორმების შესრულებისთვის საჭირო ძალისხმევით, განსაკუთრებით მედიის თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის საკითხებში, თუმცა, შემდგომი პროგრესია საჭირო "30-წლიანი ნეპოტიზმისა და კორუფციის დასასრულებლად". 

ამავდროულად, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინაში რეფორმები "წარმოუდგენელი სისწრაფით" მიმდინარეობს და გერმანია ამას აქტიურად უჭერს მხარს.

ანალენა ბერბოკის თქმით, არ არსებობს ეჭვები იმის შესახებ, რომ უკრაინა ევროკავშირს შეუერთდება, ამიტომ კერძო კომპანიების ინვესტიცია ქვეყნის რეკონსტრუქციაში გამართლებულია, რადგან ისინი ამით აძლიერებენ ევროპის ერთიან ბაზარს.

კომენტარები