პოლონეთი

ანდჟეი დუდამ იაროსლავ კაჩინსკი ვიცეპრემიერის პოსტზე დააბრუნა

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ მმართველი პარტია კანონი და სამართალის ლიდერი, იაროსლავ კაჩინსკი ვიცეპრემიერის პოსტზე დააბრუნა.

"მომდევნო თვეებში, სავარაუდოდ, ჩვენ საარჩევნო პროცესში ჩარევის მცდელობა ექნება ერთ-ერთ მსოფლიო ძალას, რომელიც ჩვენგან არცთუ შორს მდებარეობს. შესაბამისად, აუცილებელია გავაძლიეროთ მთავრობისა და სახელისუფლებო ძალების მუშაობა ამ მიმართულებით". - აღნიშნა დუდამ კაჩინსკის დანიშვნისას.

დუდას თქმით, მას ეჭვი არ ეპარაება, რომ კაჩინსკის შეუძლია უმაღლეს დონეზე უპასუხოს უსაფრთხოებისა და სამხედრო ძალების გამოწვევებს.

პარალელურად, ვიცეპრემიერი თანამდებობები დაკარგეს მარიუშ ბლაშჩაკმა, იაცეკ საშინმა და პიოტრ გლინსკიმ, თუმცა, ისინი, რჩებიან მთავრობის წევრებად და თავდაცვის, სახელმწიფო ქონების და კულტურის მინისტრების პოსტებს დაიკავებენ.

იაროსლავ კაჩინსკი დუდას მთავრობაში ვიცეპრემიერის თანამდებობას 2020 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის ივნისამდე იკავებდა, ამავდროულად ის იყო მინისტრთა საბჭოს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე.

კომენტარები