მაკდონალდსი

კალაძე ჩერგოლეიშვილს ეხმაურება და კვლავ ჰომოფობიურ განცხადებას ავრცელებს

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე კვლავ ამტკიცებს, რომ მაკდონალდსის საბავშვო მენიუზე თანდართული ბროშურა, რომელიც ელტონ ჯონის ქორწინების შესახებ მოგვითხრობს, ბავშვებში LGBT პროპაგანდა და სიბინძურეა.

"ჩემი ოჯახის წინააღმდეგ აგორებული კამპანია პირველი შემთხვევა არ არის, ხშირია, როდესაც პოლიტიკოსების ოჯახის წევრების მიმართ მსგავსი კამპანია და ბულინგი ხორციელდება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ბავშვებში LGBT პროპაგანდა არის ძალაინ დიდი სიბინძურე და კატეგორიულად მიუღებელი. საქართველოში განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანები ყოველთვის იყვნენ, არიან და მომავალშიც იქნებიან, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ამ ადამიანებს არავის დაცვა არ სჭირდებათ, რადგან ქვეყნის სხვა მოქალაქეების მსგავსად, მათ იცავს კანონი და სახელმწიფო. [...] 

რაც შეეხება კამპანიას, ის ჩემი მეუღლის წინააღმდეგ წამოიწყო ქალბატონმა, რომელიც ვითომ "იცავს" ამ ხალხის უფლებას და იცავს ვისგან? - ჩემგან და ჩემი მეუღლისგან. ეს სამწუხარო რეალობაა. ყველა ხედავს, ვინ არის ეს ადამიანი. მისი მეუღლე წლების განმავლობაში იყო ნაციონალური მოძრაობის მთავარი იდეოლოგი. ის სიბინძურე, ბოროტება, რაც ხდებოდა ქვეყანაში 9 წლის განმავლობაში 2012 წლამდე, ამ ყველაფრის მთავარი იდეოლოგი იყო მისი მეუღლე. არ ვიცი, რამდენი ფაქტი ჩამოვთვალო: ოჯახსების გაუბედურება, მკვლელობები, ადამიანის უფლებების დარღვევა, შეურაცხყოფა. გახსოვთ, ოდესმე გამოსულიყო და დაეგმო ეს ყველაფერი? დღეს ეს ადამიანი გამოდის და ვითომ იცავს ადამიანის უფლებებს და იცავს ჩემგან და ჩემი მეუღლისგან. სამარცხვინოა ეს ყველაფერი, თუმცა არ მიკვირს, რადგან ისინი აგრძელებენ ყველაფერ იმას, რასაც აკეთებდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. დღეს რა რესურსი და შესაძლებლობაც აქვთ, იმას აკეთებენ - ცდილობენ, დააბულინგონ ადამიანები, შეუვარდნენ ოჯახებში, შეურაცხყოფა მიაყენონ და ა.შ. საზოგადოება კარგად ხედავს ყველაფერს". – ამბობს კალაძე. 

დედაქალაქის მერს გამოეხმაურა ტაბულასა და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი. 

1) მე თქვენს ცოლს სახლში არ ვუვარდები - უბრალოდ, თქვენგან განსხვავებით, ბოსტნეულად არ მიმაჩნია და მისი აზრი მაინტერესებს სიბინძურედ მიიჩნევს თუ არა, ელტონ ჯონის ცხოვრების ისტორიას ისიც.

2) ამ ქალს, რომელსაც მე აზრს ვეკითხები და თქვენგან განსხვავებით, ბოსტნეულად არ მივიჩნევ, თავისუფლად შეუძლია არ დაგეთანხმოთ - დედებს და მამებს ხომ მოუწოდებთ წინ აღუდგნენ სიბინძურეს? თქვენი ცოლი დედა არ არის? მგონი დედაა და მაინტერესებს, აპირებს ქმრის მოწოდება გაითვალისწინოს?

3) თუ ის ადეკვატურ პასუხს გაგვცემს, ცხადია თემა ამოიწურება და დავწერთ, რომ ანუკი არეშიძე გმობს კახი კალაძის ჰომოფობიურ კამპანიას ეს კარგი პრეცედენტი იქნება.

4) თუ არ გვიპასუხებს, ან გაიზიარებს თქვენს აზრს, უბრალოდ თქვენს სიტყვებს ვთარგმნით და კონტექსტის და ჰომოსექსუალების საფრთხეების აღწერით - წერილს გავაგზავნით მოდის სახლებში, რომ თავად გადაწყვიტონ რა ფორმით შეაგნებინონ თქვენს ოჯახს, რომ უდანაშაულო ადამიანების ბინძურებად მონათვლა და ძალადობის პროვოცირება - ტეხავს და ცივილიზებულ სამყაროში მიუღებელია. 

5) რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს ყველაფერი არის ლეგიტიმური და დემოკრატიული - უფრო მეტიც, ეს ჩვენი ვალია და ეს ვალი უნდა შევასრულოთ, თუ გვსურს დემოკრატიულ საზოგადოებად შევდგეთ.

6) რაც შეეხება პრიმიტიული “სამ დურაკის” ნაწილს. ჩემი ქმარი თუ რამეში დამნაშავეა, პროკურატურა თქვენია, სასამართლო თქვენია, 10 წელია დათარეშობთ - ბოკერია არსად გაქცეულა, გვერდზე სადარბაზოში ცხოვრობს. მე თქვენგან განსხვავებით, ენა არ მაქვს გადმოგდებული და არაფერს გაბრალებთ. მე თქვენს სიტყვებზე გაკისრებთ პასუხისმგებლობას და თქვენი ცოლის აზრი მაინტერესებს!" – წერს ჩერგოლეიშვილი.


19 ივნისს, თბილისის მერმა და ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ მაკდონალდსის საბავშვო მენიუზე თანდართულ ბროშურას "სიბინძურის პროპაგანდას" უწოდა. საუბარია პროგრამა Happy Meal Readers-ზე, რომლის ფარგლებშიც მათ შორის მომღერალ ელტონ ჯონის ცხოვრებასა და კარიერაზეა მოთხრობილი.

კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა ტაბულასა და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი.

"ანუკი არეშიძემ უპასუხოს კითხვას, ეთანხმება თუ არა თავის ჯაგა ქმარს, რომ ელტონ ჯონის ცხოვრების ამბავი სიბინძურეა. კალაძის განცხადებას უნდა ავაკრა და ყველა გეი (ანუ ყველა) დიზაინერთან გავაგზავნო, ვისაც ეტენებიან უსაპნოდ. იცოდნენ, რომ ამ ვიღაც გორსალა ნუვო რიშებს ბინძურებად მიაჩნიათ, სანამ შეიტენიან". – დაწერა ჩერგოლეიშვილმა. 

კომენტარები