რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საოკუპაციო რეჟიმის ცნობით, უკრაინელებმა პიატიხატკი დაიკავეს, რუსეთის თავდაცვა უარყოფს

ზაპოროჟიეს რეგიონის ოკუპირებული ნაწილის ე.წ. გუბერნატორი, ვლადიმირ როგოვი Telegram-ზე წერს, რომ უკრაინამ ზაპოროჟიეს რეგიონში ქალაქი პიატიხატკი გაათავისუფლა.

"უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პიატიხატკის კონტროლქვეშ აყვანა მოახერხეს. მტრის "ტალღურმა" შეტევებმა, მიუხედავად კოლოსალური დანაკარგისა, შედეგი გამოიღო". - წერს როგოვი.

მისივე თქმით, ამ მიმართულებებით "მძიმე და სისხლიანი ბრძოლები გრძელდება".

მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ პიატიხატკზე უკრაინის შეიარაღებული ძალების სავარაუდო თავდასხმა ოკუპანტებმა მოიგერიეს.

"პიატიხატკის დასახლებაზე თავდასხმა მოგერიებულია. განადგურდა ათზე მეტი ტანკი, ჯავშანტექნიკა და უკრაინის შეიარაღებული ძალების ცოცხალი ძალა". - თქვა საოკუპაციო ძალების ვოსტოკის ჯგუფის პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ოლეგ ჩეხოვმა.

კომენტარები