რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბაიდენი უკრაინის NATO-ში გაწევრიანების პროცესის გამარტივებას მხარს არ უჭერს

Reuters

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ის უკრაინის NATO-ში გაწევრიანების პროცესის გამარტივების წინააღმდეგია. 

ჟურნალისტის კითხვაზე, მოხსნიდა თუ არა პრეზიდენტი უკრაინისთვის NATO-ში გაწევრიანების დამატებით დაბრკოლებებს, ბაიდენმა შემდეგი პასუხი გასცა:

"არა, რადგან მათაც იგივე სტანდარტები უნდა დააკმაყოფილონ. ასე რომ, მე გამარტივებას არ ვაპირებ". 

ბაიდენი მიიჩნევს, რომ უკრაინის სამხედრო ძალები დღესდღეობით NATO-ს ქვეყნების სტანდარტებს აკმაყოფილებენ. აშშ-ს პრეზიდენტის ეჭვები მთლიანად აღებულ თავდაცვის სისტემას მიემართება. 

"ვფიქრობ, სამხედრო კოორდინაციის თვალსაზრისით, მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ თავისი უნარ-ჩვევები დაემტკიცებინათ. თუმცა კვლავაც რჩება შეკითხვა იმაზე, არის თუ არა მათი სისტემა უსაფრთხო, არაკორუმპირებული. აკმაყოფილებს ყველა იმ სტანდარტს, რომელსაც დანარჩენი NATO-ს წევრი ქვეყნები აკმაყოფილებენ? ვფიქრობ, დააკმაყოფილებს. ვფიქრობ, ეს შეუძლია. თუმცა ეს ავტომატურად არ ხდება". - აღნიშნა ბაიდენმა.  

მანამდე CNN-ის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაიდენი უკრაინის ალიანსში გაწევრიანების დამატებითი პროცედურების გარეშე წარმართვას უჭერდა მხარს. ეს გულისხმობს ფინეთის მსგავსად უკრაინის ავტომატურად, NATO-ში შესვლის სამოქმედო გეგმით (MAP) გაწერილი პროცედურების გარეშე მიღებას.

კომენტარები