რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის მორიგ სარაკეტო თავდასხმას უკრაინაში, სულ მცირე, 3 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

13 ივნისის იერიშის შედეგი

ღამით რუსეთმა უკრაინაზე მორიგი სარაკეტო იერიშები მიიტანა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევას ქალაქ კრივოი როგში, სულ მცირე, სამი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამას გარდა, კრივოი როგზე სარაკეტო იერიშის შედეგად დაჭრილია, სულ მცირე, 25 ადამიანი. რაკეტა ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა. არსებული ინფორმაციით, ნანგრევებში, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ არიან ადამიანები. 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც რაკეტის ჩამოვარდნის ადგილი ჩანს.

"ჩემი თანაგრძნობა ყველას, ვინც ნათესავი დაკარგა! არასდროს ეპატიებათ ტერორისტებს და ყოველი რაკეტისთვის პასუხს აგებენ". – წერს ზელენსკი.

კრივოი როგის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის, ოლექსანდრ ვილკულის თქმით, ქალაქის მიმართულებით ღამით 6 რაკეტა ისროლეს, აქედან 5 სამიზნე კი არანაირ კავშირში იყო სამხედრო ობიექტებთან.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით,  გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინაზე იერიში 14 ფრთოსანი რაკეტით მიიტანა, რომელთაგან 10 ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებმა უვნებელყვეს. ამას გარდა გამოიყენეს შაჰედის ტიპის 4 დრონი, რომელთაგან უკრაინამ ერთის ჩამოგდება შეძლო.

კომენტარები