მკვლელობა

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ლილოს დასახლებაში მეზობელს თოფით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს პირი, რომელმაც 12 ივნისს, ლილოს დასახლებაში მეზობელ სანადირო თოფით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. უწყების ცნობით ბრალდებულია 1984 წელს არის დაბადებული.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 12 ივნისს, ბრალდებულმა თბილისში, ლილოს დასახლებაში, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მეზობელს - 1974 წელს დაბადებულ ა.ყ.-ს. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებადაა ამოღებული". - წერს შსს.

მათივე ინცორმაციით,  განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 
კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები