ჩრდილოეთ კორეა-რუსეთი

კიმ ჩენ ინი: რუსეთის პრეზიდენტთან მჭიდროდ ჩაჭიდებული ხელი ორივე ქვეყნის ხალხის სურვილია

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი
wsj

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სტრატეგიულ თანამშრომლობას გააძლიერებს.

როგორც სააგენტო, Reuters-ი წერს, ამის შესახებ კიმ ჩენ ინმა რუსეთის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ვლადიმირ პუტინისადმი გაგზავნილ წერილში ისაუბრა.  

"მჭიდროდ ჩაჭიდებული ხელი რუსეთის პრეზიდენტთან არის ორივე ქვეყნის ხალხის საერთო სურვილი და მიზანი, რაც ძლიერი ქვეყნის აშენებას გულისხმობს". - ამბობს კიმ ჩენ ინი.

გარდა ამისა, წერილში კიმ ჩენ ინი იცავს რუსეთის უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილებას და "სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას" უცხადებს მას. 

"სამართლიანობა აუცილებლად გაიმარჯვებს და რუსი ხალხი გააგრძელებს გამარჯვების ისტორიაში წვლილის შეტენას". - აღნიშნავს კიმ ჩენ ინი.

კომენტარები