რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შოლცი პუტინთან საუბრისას აპირებს, მას უკრაინიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდოს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ბუნდესტაგს 25 იანვარს სიტყვით მიმართავს.

10 ივნისს, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარს გეგმავს და აპირებს, უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვანისკენ მოუწოდოს

ნიურნბერგში გერმანიის პროტესტანტული ეკლესიის კონგრესზე გამოსვლისას შოლცმა თქვა, რომ წარსულში პუტინს ტელეფონით ესაუბრა. 

"მე ბევრჯერ ველაპარაკე რუსეთის პრეზიდენტს, არა მხოლოდ ომამდე, არამედ ომის დაწყების შემდეგაც და ზოგჯერ ძალიან დიდხანსაც. უახლოეს მომავალში ვაპირებ მასთან დალაპარაკებას". - თქვა მან.

მისივე თქმით, ამ საუბარში ცხადი უნდა იყოს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის პატიოსანი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის არსებობს ერთი პირობა და ეს რუსეთის ჯარების გაყვანაა. 

კომენტარები