რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში ვიზიტისას კანადის პრემიერმა კახოვკის ჰესის აფეთქების საკითხზე ისაუბრა

უკრაინაში ვიზიტისას კანადის პრემიერმინისტრს, ჯასტინ ტრუდოს პრესკონფერენციაზე კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებასთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვა. ტრუდოს თქმით, კატასტროფა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული აგრესიული ომის პირდაპირი შედეგია.

"ჩვენ ეჭვიც არ გვეპარება იმაში, რომ კაშხლის ნგრევა რუსეთის მიერ მშვიდობიანი ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრის გადაწყვეტილებით არის გამოწვეული". - თქვა კანადის პრემიერმა. 

როგორც უკრაინული მედია, Укрінформ-ი იუწყება, ტრუდომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მირ წამოწყებულმა ომმა უკრაინის ინფრაქსტუქტურის ნგრევა, უკრაინული ოჯახების დაცილება, ენერგეტიკული, ეკონომიკური და სასურსათო პრობლემები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოიწვია. ამ ყველაფერს უამრავის სიცოცხლე შეეწირა. 

"რუსეთი არის პასუხისმგებელი და დაისჯება". - თქვა კანადის პრემიერმინისტრმა. 


10 ივნისს კანადის პრემიერმინისტრი, ჯასტინ ტრუდო უკრაინის კონტრშეტევისთვის მხარის დასაჭერად კიევში ჩავიდა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისაც შეხვდა, თუმცა შეხხვედრის შესახებ დეტალები არ გავრცელებულა.

ამასთან, ტრუდომ კიევის ცენტრში მემორიალთან პატივი მიაგო უკრაინელ ჯარისკაცებს, რომლებიც 2014 წლიდან რუსულ ძალებთან ბრძოლაში დაიღუპნენ.

"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება უკრაინაში, ბატონო პრემიერმინისტრო." - დაწერა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი მელნიკმა Twitter-ზე, ფოტოსთან ერთად, სადაც მატარებლის სადგურზე ტრუდოს ხელს ართმევს. 

უკრაინაში ვიზიტისას კანადის პრემიერი უკრაინას $500 მლნ-ის დახმარების პაკეტს დაჰპირდა. 

კომენტარები