საბა ბუაძე

ბუაძე ჩარკვიანს: ახლა გინდათ, რომ პარლამენტში ადგილი ვანო მერაბიშვილმა გიჩალიჩოთ

პარტია ლელოს წევრს, საბა ბუაძესა და კანონისა და სამართლის ლიდერს, თაკო ჩარკვიანს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

საბა ბუაძე: სამარცხვინო ხართ. ქალი, რომელიც ვანო მერაბიშვილზე ამბობდით, რომ პალოებით აუპატიურებდაო, დღეს "პადრუჩკით" დადიხართ მასთან ხელდახელ და მასთან ერთად გინდათ ხელისუფლება, ერთადერთი მიზეზის გამო, რომ ერთი ადგილი მოგიგდოთ პარლამენტში და რაზე ვლაპარაკობთ, ჩემს თავზე ვბრაზდები, თქვენნაირ ადამიანს საერთოდ დროს რომ ვუთმობ და ერთ სივრცეში რომ ვარ ამ ტოქსიკურ სისაძაგლეში, რომელსაც თქვენ აფრქვევთ. ერთი ადგილისთვის ამდენ სიბინძურეს რომ ამოაფრქვევთ, სამარცხვინო ხართ. 

თაკო ჩარკვიანი: პარლამენტის ადგილისთვის? 

საბა ბუაძე: არა, მაღალი მატერიებისა და სულის სიფაქიზისთვის.

თაკო ჩარკვიანი: ყველა თავისი სიბინძურის მიხედვით მსჯელობს.

საბა ბუაძე: დაიღალა ხალხი ამდენი წელია, თქვენი ამ სისულელის მოსმენით. თქვენი დესტრუქციითა და სისულელით დავიღალეთ. 

თაკო ჩარკვიანი: ყველა თავისი მევახშეობითა და სიბინძურით მსჯელობს.

საბა ბუაძე: ადგილი ვეღარ მოიპოვეთ და ახლა გინდათ, რომ პარლამენტში ადგილი ვანო მერაბიშვილმა გიჩალიჩოთ. აი, ეს ხართ თქვენ.

თაკო ჩარკვიანი: მე ყოველთვის ვიყავი. ყოველთვის, 2018 წლიდან.

საბა ბუაძე: ყოველთვის არა ის, გაჩერდით მართლა. მე მაინც არ ვიცოდე, ვინ ხართ და რას წარმოადგენთ.

თაკო ჩარკვიანი: თქვენ მე საიდან მიცნობთ?

საბა ბუაძე: თქვენ მთელი საქართველი გიცნობთ, ოღონდ ძალიან ცუდად, სამარცხვინო ადამიანად.

პოლიტიკოსები ერთმანეთს TV პირველის ეთერში დაუპირისპირდნენ.

კომენტარები