2023 წელს გარდაცვლილები

83 წლის ასაკში მომღერალი ასტრუდ ჟილბერტუ გარდაიცვალა

83 წლის ასაკში ბრაზილიელი და ამერიკელი მომღერალი ასტრუდ ჟილბერტუ გარდაიცვალა. ინფორმაციას მომღერლის ოჯახის წევრები ავრცელებენ.

ჟილბერტუ 1940 წელს ბრაზილიის ქალაქ სალვადორში დაიბადა. 7 წლის ასაკში ოჯახთან ერთად რიო დე ჟანეიროში გადასახლდა. 1959 წელს დაქორწინდა ბოსა-ნოვას ერთ-ერთ შემქმნელზე ჟუან ჟილბერტუზე. 1963 წელს აშშ-ში გადასულმა წყვილმა ერთობლივი ალბომი Getz/Gilberto გამოუშვა. ალბომში შესულმა სიმღერამ Girl from Ipanema ახალგაზრდა მომღერალს მსოფლიო პოპულარობა და გრემი მოუტანა. 1965 წელს ქმართან განქორწინების შემდეგ ჟილბერტუმ კომერციულად წარმატებული სოლო ალბომი The Astrud Gilberto Album გამოუშვა. მომღერლის ცნობილ ჰიტებს შორის არის სიმღერები The Shadow of your Smile, It Might as well be Spring, Fly Me to the Moon, Look to the Rainbow, Love Story. კარიერის განმავლობაში ჟილბერტუმ არაერთ ჟანრში იმუშავა, მათ შორის პოპში, ბოსა-ნოვასა და ლათინო ჯაზში.

1992 წელს მუსიკაში შეტანილი წვლილისთვის მიიღო Latin Jazz Usa-ს საპატიო ჯილდო. 2002 წელს გახდა ლათინური მუსიკის დიდების დარბაზის წევრი.

კომენტარები