რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მალიარი: კონტრშეტევა არ დაიწყება სოციალურ მედიაში, გეგმებს სიჩუმე უყვარს

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ჰანა მალიარი ამბობს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალების კონტრშეტევა საჯაროდ არ გამოცხადდება. ამის შესახებ მან Telegram-ის არხზე დაწერა.

"გეგმებს სიჩუმე უყვარს. კონტრშეტევა არ დაიწყება სოციალურ მედიაში." - წერს თავდაცვის მინისტრის მოადგილე.

ამასთან, მალიარმა გააზიარა ვიდეო, სადაც ჩანს სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული პოსტები წარწერით - "დაიწყო". წარწერას თან ახლავს უკრაინისთვის მიწოდებული ტანკებისა და თვითმფრინავების ფოტოები. კონტრშეტევაზე არსებულ განხილვას კი მოჰყვება სიტყვები - "გეგმებს სიჩუმე უყვარს".

მანამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თქვა, რომ უკრაინულმა ძალებმა დონეცკის აღმოსავლეთით მასშტაბური შეტევა წამოიწყეს, რომელიც რუსმა სამხედროებმა წარმატებით მოიგერიეს

სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში წამოწყებულ შეტევაში მონაწილეობდნენ უკრაინული ჯარები, ტანკები, ქვეითი საბრძოლო მანქანები და ჯავშანტექნიკა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინას კონტრშეტევისთვის საკმარისი  იარაღი აქვს.

კულებას განმარტებით, კონტრშეტევა უკრაინას მოუტანს გამარჯვებას, რომელიც მას NATO-ში გასაწევრიანებლად სჭირდება.

კომენტარები