რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დმიტრო კულებას თქმით, რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევისთვის უკრაინას საკმარისი იარაღი აქვს

დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინას კონტრშეტევისთვის საკმარისი  იარაღი აქვს.

კულებას განმარტებით, კონტრშეტევა უკრაინას მოუტანს გამარჯვებას, რომელიც მას NATO-ში გასაწევრიანებლად სჭირდება.

გარდა ამისა, მისივე თქმით, NATO-ს სამხედრო ალიანსში გაწევრიანება სავარაუდოდ უკრაინისთვის მხოლოდ აქტიური საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

ამასთანავე, კულებამ აღნიშნა, რომ NATO-ში გაწევრიანება უკრაინის დღის წესრიგის შემდგომი დიდი სამიზნე გახდა მას შემდეგ, რაც მისი ზოგიერთი მოკავშირე დათანხმდა უკრაინელი მფრინავები F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მართვაში მოემზადებინა. 

"NATO-ს წევრობა ვერ შეაჩერებს ამ ომს, მაგრამ NATO-ს წევრობა შეაჩერებს შემდგომ ომებს. სწორედ ამიტომ, რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საუკეთესო გზა არის იმ მომენტამდე მისვლა, როდესაც უკრაინა გახდება NATO-ს წევრი". - თქვა კულებამ.

კომენტარები