რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინას ბახმუტის მიმართულებით წარმატება აქვს, მტერი თავდაცვაზეა ორიენტირებული – მალიარი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განმარტებით ბახმუტის მიმართულებით უკრაინის არმიას წარმატება აქვს. 

"ჩვენ ვაგრძელებთ თავდაცვას, რომელიც 2022 წლის 24 თებერვალს დავიწყეთ. თავდაცვითი ოპერაცია მოიცავს ყველაფერს, მათ შორის, კონტრშეტევას. ამიტომ ზოგიერთი მიმართულებით გადავდივართ შეტევით ქმედებებზე.

კერძოდ, საომარი მოქმედებების ეპიცენტრად რჩება ბახმუტის მიმართულება. იქ ჩვენ საკმაოდ ფართო ფრონტზე ვმოძრაობთ. გვაქვს წარმატება, ვიკავებთ დომინანტ სიმაღლეებს. მტერი თავდაცვაზეა ორიენტირებული, სურს, რომ პოზიციები შეინარჩუნოს". - თქვა მალიარმა.

მისივე თქმით, სწორედ ბახმუტთან დამარცხების გამო რუსები ავრცელებენ ინფორმაციას უკრაინის კონტრშეტევის დაწყების შესახებ.

ამასთანავე, სამხრეთ რეგიონებში, მალიარის თქმით, შეტაკებები კვლავ გრძელდება.

კომენტარები