პოლონეთი

პოლონეთში ოპოზიციურმა პარტიამ მმართველი პარტიის წინააღმდეგ მასობრივი დემონსტრაცია გამართა

კვირას, 4 ივნისს ვარშავის ცენტრშიმმართველი ნაციონალისტური პარტიის, კანონისა და სამართლიანობის (PiS)  წინააღმდეგ დაახლოებით 500 000 ადამიანი გამოვიდა. მსვლელობა დონალდ ტუსკმა, პოლონეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა და ევროპის საბჭოს ყოფილმა პრეზიდენტმა გამართა. ტუსკი პარტია ლიბერალური ოპოზიციური სამოქალაქო პლატფორმის (PO) ლიდერია და მიმდინარე, 2023 წლის ბოლოს დაგეგმილ არჩევნებში მმართველი პარტიის მთავარი კონკურენტი იქნება.

"თქვენ ყველა აქ ხართ, რადგან გჯერათ, რომ ჩვენ შეგვიძლია გავიმარჯვოთ. [...] აი, ჩემი დაპირება თქვენ წინაშე დღეს: ჩვენ ვაპირებთ გავიმარჯვოთ ამ არჩევნებში და დავაყენოთ PiS-ის პასუხისმგებლობა." - უთხრა ტუსკმა საპროტესტო ხალხის მასას, რომელსაც ხელში დროშები და ანტისამთავრობო პლაკატები ეჭირა.

აქცია, რომელიც, როგორც ჩანს, ყველაზე დიდი პოლიტიკური დემონსტრაცია იყო პოლონეთში ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ჩატარდა მას შემდეგ, რაც პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც საგანგებო კომისიის მიერ რუსული გავლენების გამოძიებას ითვალისწინებს. კომისიას ექნება ბევრი უფლებამოსილება, მათ შორის, იმ ადამიანებისთვის საჯარო საქმიანობის 10 წლით აკრძალვა, ვინც აღმოჩნდება, რომ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს რუსეთის გავლენის ქვეშ იღებს.

პოლონეთის ოპოზიციის თქმით, საგანგებო კომისიის მიერ შემოთავაზებული სანქციები შეიძლება ტუსკის პოლიტიკიდან გადევნისთვის გამოიყენონ. ისინი ამბობენ, რომ საარჩევნო წელს ეს კანონი ოპოზიციის წინააღმდეგ კუდიანებზე დევნის საფუძველს შექმნის.

PO უარყოფს ბრალდებას და ამბობს, რომ ის ოქტომბერში ან ნოემბერში დაგეგმილი არჩევნების წინ PO-ს ლიდერის და ყოფილი პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკის პოლიტიკური სცენიდან აღმოფხვრას ისახავს მიზნად.

დუდას თქმით, ის საკონსტიტუციო სასამართლოს თხოვნით მიმართავს, რომ კანონი ამოქმედების შემდეგ განიხილოს, რადგან მას ოპონენტები არაკონსტიტუციურად განიხილავენ.

კომენტარები