რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: თუ რუსეთს მართლა სურს ომის დიპლომატიური გზით დასრულება, შეუძლია ჯარები გაიყვანოს

President.gov.ua

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლათინო ამერიკულ მედიასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ თუ რუსეთს უკრაინაში მიმდინარე ომის დიპლომატიური გზით დასრულება სურს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან სამხედრო დანაყოფები თავად უნდა გაიყვანოს, მანამდე სანამ უკრაინელები მათ ძალისმიერი გზებით გაათავისუფლებენ. 

"თუ რუსეთს დიპლომატიური გზის არჩევა სურს, მანამდე უნდა დატოვონ აქაურობა, სანამ კიდევ მეტს მოვკლავთ და აქედან ძალით გავიყვანთ. ვფიქრობ, რომ ამათ შორის დიდი განსხვავებაა. დიახ, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, შედეგი იგივეა, თუმცა მე ასე არ ვფიქრობ. მე მჯერა, რომ ჩვენ საკუთარ ტერიტორიებს ვათავისუფლებთ. ჩემთვის მნიშვნელოვანია დანაკარგების შემცირება. თუმცა ეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ვართ თუ არა მზად რაიმე ტიპის დიალოგისთვის". - თქვა ინტერვიუში ზელენსკიმ. 

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოუწევს, თუ არა უკრაინას ტერიტორიების დასაბრუნებლად ძალის გამოყენება, მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული. 

"დროის ფაქტორი პრობლემას არ წარმოადგენს, დაე ასე იყოს. ჩვენ გამარჯვების გამო არ ვიღლებით. თუ ძალის გამოყენებით დავამარცხებთ და ჩვენი ტერიტორიებიდან გავლენ, რა ექნებათ ჩვენთვის სათქმელი? რაღა დარჩება სალაპარაკო?" - აღნიშნა ზელენსკიმ. მისივე თქმით, დღესდღეობით უკვე რუსი საზოგადოებისთვისაც ცხადია, რომ "მათი შიგნიდან გატეხა მხოლოდ დროის ფაქტორს წარმოადგენს".  

კომენტარები