მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა

სააკაშვილის შეწყალება-არშეწყალება ქვეყნისთვის მიყენებულ ზიანს ვერ შეცვლის – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ ტელეარხ France 24-თან ინტერვიუში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე ისაუბრა. 

ზურაბიშვილის სიტყვებით, მისი შეწყალება-არშეწყალება ზიანს ვერ შეცვლის, თუმცა, პრეზიდენტი ასევე ამბობს, რომ  "ელექტრონული სამაჯურები არსებობს, რომელთა შესახებაც ვიცით და სხვა ფორმები, რომლებიც უფრო შეესაბამება იმ ქვეყანას, რომელიც ევროკავშირს შეუერთდება".

"მაწუხებს ეს საკითხი და რამდენიმე რამეს ვაკეთებ ამ სიტუაციის შესამსუბუქებლად, მაგრამ ზიანი მთავრობის გადაწყვეტილებით მივიღეთ და შეწყალება-არშეწყალება არ არის ის, რაც რეალურად ამ ზიანს შეცვლის. 

ვფიქრობ, რომ მას [მიხეილ სააკაშვილს] კარგად უნდა მოუარონ და ამის შესახებ ბევრჯერ მისაუბრია. ისე როგორც ბევრ სხვა პრეზიდენტს მსოფლიოს მასშტაბით, რომლებსაც პატიმრობა მიუსაჯეს. ელექტრონული სამაჯურები არსებობს, რომელთა შესახებაც ვიცით და სხვა ფორმები, რომლებიც უფრო შეესაბამება იმ ქვეყანას, რომელიც ევროკავშირს შეუერთდება". - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები