ყოფილი ვიცეპრეზიდენტი, მაიკ პენსი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კამპანიას, სავარაუდოდ, 7 ივნისს დაიწყებს - ჩაერთვება რესპუბლიკელთა პრაიმერში და უშუალოდ დაუპირისპირდება მის ყოფილ უფროსს, ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს.
პენსის ახლო მოკავშირეებმა შექმნეს სუპერ პოლიტიკური სამოქმედო კომიტეტი (PAC) ამ თვის დასაწყისში, რათა პლატფორმა პენსის სავარაუდო საპრეზიდენტო კამპანიისთვის გამოეყენებინათ.
მართალია, რესპუბლიკელი კანდიდატების მთავარი მიზანი პრეზიდენტ ბაიდენის დამარცხებაა - მან აპრილში უკვე ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მეორე ვადისთვის საარჩევნო კამპანიას იწყებდა და სავარაუდოდ, სწორედ ის იქნება დემოკრატიული პარტიის კანდიდატიც. თუმცა, პირველ რიგში, რესპუბლიკელ კანდიდატებს მოუწევთ წინააღმდეგობა გაუწიონ ტრამპის მხარდაჭერას პარტიაში.
წლის დასაწყისში პენსმა თქვა, რომ ტრამპმა 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმის პერიოდში "იმედი გაუცრუა". იგი იმედოვნებდა, რომ ყოფილი პრეზიდენტი "გონს მოვიდოდა" და აღიარებდა ამ დღის ძალადობას.
პენსი, ამასთან არ ეთანხმებოდა ტრამპს რამდენიმე პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით, როგორიცაა სოციალურ დახმარებისა და მკურნალობის შემცირება.
პრაიმერში ტრამპის გარდა, სამხრეთ კაროლინას ყოფილი გუბერნატორი, ნიკი ჰეილი, ბიზნესმენი, ვივეკ რამასვაიმი და არკანზასის ყოფილი გუბერნატორი, ასა ჰაჩინსონი იბრძვის. ამასთანავე, მოსალოდნელია, რომ რბოლას კიდევ რამდენიმე კანდიდატი გაზაფხულზე შეუერთდება.
როდისთვის იქნება ცნობილი რომელი რესპუბლიკელი დაუპირისპირდება ტრამპს 2024 წლის არჩევნებში?