აშშ

ნიკი ჰეილი კენჭს იყრის 2024 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში

სამხრეთ კაროლინას ყოფილმა გუბერნატორმა, ნიკი ჰეილიმ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ოფიციალურად დაანონსა. ამის შესახებ ჰეილიმ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ისაუბრა. ჰეილი რესპუბლიკური პარტიის პრაიმერის არჩევნებში დონალდ ტრამპს დაუპირისპირდება.

2011-2017 წლებში ნიკი ჰეილი სამხრეთ კაროლინის გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა. ჰეილი შტატის ისტორიაში პირველი ქალი გუბერნატორი იყო.  2017 წელს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ის გაეროში აშშ-ს ელჩად დანიშნა. აღნიშნული თანამდებობა ჰეილიმ 2018 წლის დეკემბერში დატოვა.

კომენტარები